მთავარი

    საქართველოს ევანგელური ალიანსი (შემდგომში ალიანსი) არის საქართველოში დაფუძნებული არაკომერციული, არა მომგებიანი იურიდიული პირი და როგორც ორგანიზაციის სახელიც მიუთითებს ალიანსი წარმოადგენს საქართველოში მოღვაწე ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიების და დენომინაციების გაერთიანებას.
   ალიანსი დაფუძნდა 2018 წლის 14 აპრილს და რეგისტრაციაში გატარდა 2019 წლის 27 აგვისტოს.
  საქართველოს ევანგელური ალიანსი აერთიანებს საქართველოში მოღვაწე თითქმის ყველა ევანგელური აღმსარებლობის დენომინაციას თუ დამოუკიდებელ ეკლესიას.
   ალიანსი აწარმოებს შრომას, რომ ალიანსში მოწვეული იყვნენ ახალი სუბიექტები, იმისთვის, რომ საქართველოს ევანგელური ალიანსი იყოს მაქსიმალურად ფართო წარმომადგენლობის ფორუმი.
   საქართველოში არიან  ევანგელური გაერთიანებები, რომლებიც ჯერ არ შეერთებიან საქართველოს ევანგელურ ალიანს.
  ალიანსის წევრი შეიძლება გახდეს, ნებისმიერი ევანგელური ეკლესია, ან ეკლესითა გაერთიანება. რომელიც იზიარებს, ეთანხმება და იღებს ალიანსის სამოძღვრო საფუძველს და შიდა განაწესს.
   ალიანსის ახალი წევრების მიღება  ხდება ალიანსის წევრთა საერთო კრებაზე, რომელიც წესდების თანახმად იმართება სამ თვეში ერთხელ და  გადაწყვეტილება მიიღება ხმების უბრალო უმრავლესობით, პრინციპით ერთი სუბიექტი ერთი ხმა.
  საქართველოს ევანგელურმა ალიანსმა უკვე ჩაატარა საქართველოში რამდენიმე ფართო წარმომადგენლობითი ღონისძიება, მაგალითად 2022 წლის 16-17 ნოემბერს საერთაშორისო ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით. თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ჩატარდა კონფერენცია სახელწოდებით “რწმენის ძალა” სადაც მოწვეული იყო საერთაშორისო მახარებელი დევიდ ჰეთევეი, აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები, მოწვეულები იყვნენ საქართველოში მოღვაწე სხვასხვა ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საერთაშორიშო სტუმრები.
   მსგავსი კონფერენცია 2023 წელს ასევე საქართველოს ევანგელური ალიანსის ეგიდით ჩატარდა აჭარაში, ქალაქ ბათუმში ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში.
  2024 წლიდან საქართველოს ევაგელური ალიანსი ყოველი წლის 9 მაისს ატარებს ეროვნული ლოცვის დღეს. ალიანსის წევრი ეკლესიები და ასევე მოწვეული სტუმრები იკრიბებიან ერთად ლოცვისა და თაყვანისცემისთვის და ღვთის წინაშე ლოცულობენ საქართველოს აყვავების, განვითარების და დაცვისთვის. ჩვენს სამშობლოში მშვიდობის და სტაბილურობისთვის. 
   2025 წლის 7 აპრილს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ევროპის ევანგელური ალიანსის თანა აღმასრულებელი მდივანი ქალბატონი კონი დუარტე. ქალბატონი კონი დაესწრო საქართველოს ევანგელური ალიანსის სხდომას, სადაც განიხილებოდა საქართველოს ევანგელური ალიანსის ევროპის ევანგელურ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა და სამოქმედო გზები, აქვე გადაწყდა საქართველოს ევანგელურ ალიანს ოფიციალური განაცხადი გაეკეტებინა ევროპის ევანგელურ ალიასში გაწევრიანების სურვილის შესახებ.
   2025 წლის 18 ნოემბერს კი საქართველოს ევანგელური ალიანსი გახდა ევროპის ევანგელური ალიანსის სრულიფლებიანი წევრი.